вторник, 6 августа 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,,,, როგორ ავამაღლოთ შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები ბიოლოგიაში’’










.ბოლნისის  მე-3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის დალი სოხაძის პრაქტიკული კვლევის ანგარიში




თემა - ,, როგორ ავამაღლოთ შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები ბიოლოგიაში’’

 














ბოლნისი 2018-2019



სარჩევი
შესავალი        --------------------------------------------------------------------     3
კვლევის აქტუალურობა   -------------------------------------------------            4
პრობლემის ანალიზი   ----------------------------------------------------            6
კვლევის მიზანი  -----------------------------------------------------------           8
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------          9
ექსპერიმენტი---------------------------------------------------------------            15
მეთოდოლოგია --------------------------------------------------------------------17
საკვლევი კითხვები  -------------------------------------------------------------- 17
სამიზნე ჯგუფები  ----------------------------------------------------------          18
კვლევის მეთოდები     ----------------------------------------------------------    18
კვლევის განრიგი  -----------------------------------------------------------          19
მონაცემთა ანალიზი  ------------------------------------------------------------- 20
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები     ----------------------------------------20
მშობელთა გამოკითხვის შედეგები        ----------------------------------------
ინტერვიუ   პედაგოგებთან   ----------------------------------------------           25
შემაჯამებელი დავალების  ანალიზი ------------------------------------           25
ინტერვენციები:      26
რეფლექსია   29
დასკვნები:    31
გამოყენებულილიტერატურა:      32
დანართი.1    32
დანართი#2   33
დანართი.3    34
დანართი#4   35



















 



  

შესავალი

კვლევის აქტუალურობა:

 თანამედროვე მსოფლიო ცოდნის ეკონომიკას და ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას ეფუძნება, სადაც განმსაზღვრელი თანამედროვე გამოწვევებისათვის მისაღები ცოდნაა, ასეთი ცოდნის ჯეროვნად დასაუფლებლად მნიშვნელოვანია კარგი ფუნდამენტის მომზადება სასკოლო ასაკში, რომელიც განმსაზღვრელი იქნება პიროვნების სამომავლო წარმატებების. აქედან გამომდინარე, სკოლის პედაგოგი, მთელი სიმძაფრით ჩაბმულია, იმ მნიშვნელოვან ჯაჭვში, რასაც სახელმწიფო მშენებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სამეცნიერო ცოდნის მიღება დამკვიდრება ქვია.
მასწავლებლის პროფესიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,

 შემაჯამებელი დავალება, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ისეთ აქტუალურ საკითხს, როდესაც წერითი შემაჯამებელ ანუ დასკვნითი მუშაობისას კეთდება შესაბამისი ანალიზი, რაც საჭიროა სემესტრის ბოლოს. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული წარმოადგენს, ერთგვარ, კვლევით საქმიანობას პედაგოგის მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება პედაგოგისათვის არსებული საჭიროებების განსაზღვრა და შემდგომი გეგმარება, ასევე მნიშვნელოვანია შედეგების გაუმჯობესებისათვის. მნიშვნელოვან პრობლემას, წარმოადგენს დაბალი შეფასებები შემაჯამებელ სამუშაოებში, აღნიშნული დაკავშირებულია მოსწავლის დაბალ მოტივაციასთან, რასაც ის იჩენს სასწავლო პროგრამით განსაზღვრული საგნის მიმართ,  რომლის დაძლევაც და გაუმჯობესებაც პედაგოგის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.
აღნიშნული კვლევის ანგარიში წარმოადგენს ჩემს მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას, რომელიც განვახორციელე სსიპ ნქალაქ ბოლნისის მე-3 საჯარო   სკოლაში. აღნიშნულ სკოლაში ვმუშაობ 2001 წლიდან და ვასწავლი ბიოლოგიას.
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისიდან ვაკვირდები მე-8 კლასის მოსწავლეებს, თუ რამდენად აქვთ მოტივაცია და სწავლის განწყობა ბიოლოგიაში და სხვა საგნებშიც. მაგრამ ჩემი საკვლევ საგანს ბიოლოგიაში დაბალი შეფასებები წარმოადგენს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ ნაკლები მოტივაციდან არის განპირობებული.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი, ნაკლებ ინტერესს იჩენს საგნისადმი, რაც გამოწვეულია ჰუმანიტარულ საგნებისადმი მათი ინტერესით, რაც ბუნებრივად მჟღავნდება ნაკლებ მოტივირებულობასა და საგნის შესწავლისადმი დაკავშირებულ სურვილში. პრობლემას ქმნის სხვადასხვა აქტივობების სიმცირე, რაც მნიშვნელოვანია გააზრებისათვის. მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მრავალფეროვნების და კრეატიულ მიდგომათა დეფიციტი. მე-8 კლასის მოსწავლეებში დაბალია სწავლისადმი ინტერესი, რაც იწვევს დაბალ შეფასებებს შემაჯამებელ სამუშაოებში.
წინამდებარეკვლევის ანგარიში, ეხება დაბალ შეფასებებს შემაჯამებელ სამუშოებში მერვე კლასის ბიოლოგიაში.

პრობლემის ანალიზი:

პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა სწავლის შედეგებს, მათ დამოკიდებულებას საგნისადმი სიყვარულს და ათვისების უნარებს, რა იწვევდა დაბალ შეფასებებს, ეს იყო მოსწავლის მიერ დაუძლეველი მასალა, რაც გარკვეული ძალისხმევის შედეგად დაძლევად ღონისძიებას წარმოადგენს, თუ საქმე მქონდა, გულგრილ, არა მოტივირებულ დამოკიდებულებასთან, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ცალკეული სასწავლო ტემატიკისადმი ინტერესის ნაკლებობით, ასევე  სხვა მიზეზთა ერთობლიობით, რაც საბოლოოდ ნეგატიურ შედეგებს იწვევდა მოსწავლეთა შეფასების დროს. საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებიდა ბიოლოგია ერთ-ერთია, რომლის მიმართ მოსწავლეს ინტერესი ბუნებრივად უნდა გააჩნდეს, რასაც ხშირ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, პრაქტიკის კვლევის მიმდინარეობისას. მოსწავლეები  არადამაკმაყოფილებლად ასრულებენ მოხსენებებს, რეფერატს, ტესტურ დავალებებს. მოსწავლეებს სრულყოფილად არ შეუძლიათ მიცემული დავალების შესრულება არც ზეპირ და არც წერილობითი სხით, ამ ფონზე მკაფიოდ ისახება დაბალი დაინტერესება საგნისადმი, რაც საჭიროებს ქმედითი ღონისძიებების გატარებას, როგორიც არის, შემეცნებითი პროექტები, ვიქტორინა, ლაბორატორიული სამუშაოები, რაც გაზდის ინტერესს საგნისადმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით აქცენტი გაკეთდეს თანამედროვე მიდგომებზე, ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოს გამარავალფეროვნება, ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა გასვლითი საველე სამუშაოები, სხვადასხვა თემატიკის პორექტები, შემეცნებითი ვიდეოების ჩვენება, ექსპერიმენტები, ვიქტორინა, რათა გაუმჯობესდეს სწავლის მოტივაცია და სწავლის ხარისხი.
აღსაღნიშნავია, რომ მოსწავლეები სწავლობენ და იღებენ შესაბამის ნიშნებს, არა იმიტომ რომ ინტერესი აქვთ, არამედ რომ შეუნარჩუნდეთ სხვა საგნებთან მიმართებაში დამაკმაყოფილებელი ფონი. მოსწავლეებში სწავლისადმი დამოკიდებულება შეიცვლება, თუ შეიცვლება მიდგომები და დამოკიდებულებები მათდამი,  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შექებას, როგორც მოსწავლის მამოტივირებელ ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტს. აღნიშნულის გამოყენება სწავლების განმავლობაში, უნდა ხდებოდეს ზომიერად დამსახურებისამებრ. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური და კოლექტიური სამუშაოების განხორციელება, სადაც ხელი შეეწყობა ინდივიდში საგნის დამოუკიდებლად გაგების უნარების გაღრმავებას. აქვე არის მნიშვნელოვანი, რომ პედაგოგის მიერ მოსწავლეთათვის მიცემული დავალების სპეციფიკა უნდა იყოს საშუალო სირთულის, რადგან იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ეძლევა ან ძალიან მარტივი ან პირიქით რთული დავალება, ორივე შემთხვევაში ვიღებთ უარყოფით შედეგებს, ორივე მიდგომა გამოიწვევს მოტივაციის დაქვეითებას და ინტერესის კლებას საგნისადმი, რადგან ადამიანს, სიამოვნებს როდესაც პროპორციული სირთულის დავალებებს წარმატებით უმკლავდება.
მოსწავლეებთან ხშირი კომუნიკაციის და დაკვირვებით ასევე მშობლებთან საუბრებისა და გამოკითხვის შედეგად დავადგინე, რომ უმრავლესი მშობელი საკუთარი შვილის მოტივაციის ამაღლებას განსხვავებული მეთოდებით ცდილობს. ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ ინერტული. მშობლების სამოტივაციო ინსტრუმენტებში მოიაზრება, დაპირება კარგი ქულის მიღების შემდეგ ფულადი ჯილდოს გადაცემით, ან სასურველი ნივთის ყიდვაში გამოიხატება, ასევე სხვადასხვა სურვილების დაკმაყოფილებაში. ფორმულირება ასეთია: „თუ ისწავლი კარგად გიყიდი“ „მიიღე კარგი შეფასება და...“ ან პირიქით მუქარა „არ ისწავლი კარგად და ჩემგან ვერ მიიღებ დაპირებულ ტელეფონს“  უნდა ითქვას რომ მშობლის მიერ  შვილების სიტყვიერი წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ის ფაქტი როდესაც სწავლის საცანაცვლოდ ფულადი თუ სხვა სახის მატერიალურ სიკეთეებს პირდებიან, იძლევა ნეგატიურ უკუ შედეგს, აღნიშნული მავნე ქცევითი პრაქტიკა საჭიროებს ჩანაცვლებას მშობლების მხრიდან მაგალითად ისეთი პრაქტიკებით, როგორიც არის შექება, ბავშვში საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაღვივება ინტენსიური შთაგონებითი საუბრებით. მნიშვნელოვანია სწავლის გარეგანი მოტივაციის ჩანაცვლება შინაგანი მოტივაციით, რაც მნიშვნელოვნად  გაზრდის ბიოლოგიის სწავლების ხარისხს.  ნებისმიერი პედაგოგის ვალია მოსწალეებში შექმნას ისეთი მოტივაცია, რომ  სწავლის პროცესი სიხარულს და სიამოვნებას იწვევდეს მათში და არა შიშსა და გაუცხოებას საგნისადმი. ბავში ცნობისმოყვარე არსებაა აქ მნიშვნელოვანია განხორციელდეს ცოდნის მიწოდების სწორი ფორმები, ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობისას ჰუმანური მოპყრობა და შრომისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოვლენა პედაგოგის მხრიდან. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის პიროვნულ უნარჩვევებს, მოსწავლის მოტივირებაში.
პრაქტიკის კვლევში ზემოაღნიშნულ მიმართულებებებზე აქცენტის გაკეთება  მნიშვნელოვანია. ასევე ყველა იმ საჭიროების და მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი თუ წამახალისებელი ფაქტორის გამოვლენა, რაც საგნის უკეთ შესწავლაში დაეხმარება მოსწავლეებს. ვფიქრობ ჩემი პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვანი და აქტუალური არის.

კვლევის მიზანი:

Ø  მოსწავლეებში დაბალი შეფასების გაუმჯობესება ბიოლოგიის მე-8 კლასის შემაჯამებელ სამუშაოებში.
განათლების რეფორმის მთავარ მიზანს მოსწავლეებში სწორუპოვარი და შედეგზე ორიენტირებული განათლების მიცემა და მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდაა. კვლევის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა უნდა გაანალიზდე ბიოლოგიის გაკვეთილზე როგორ ხდება არსებული საგნისადმი, ინტერესის აღძვრა.მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლის განსაზღვრა სწავლების პროცესში, თუ რა სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. მნიშვნელოვანია ღონისძიებათა სპეციფიკის განსაზღვრა, თუ როგორ ხდება მოტივაციის განვითარება ეტაპობრივად, მარტივიდან რთულისკენ მიმართული დავალებების და ამოცანების მეშვეობით. სწავლის პროცესში ვლინდება, რომ მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია განსხვავებულია სხვადასხვა მომენტში.  დაბალია პედაგოგის როლი მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში. მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში, ასევე ნაკლებ ინტერესს იჩენენ შემეცნებითი პროექტების წარმოებისას, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კვლევის ფარგლებში, გამოვლინდეს ყველა ის ფაქტორი რაც ბიოლოგიის სწავლებაში ხელისშემშლელად იკვეთება. მოტივირებულ მოსწავლეებს სწავლისადმი დამოკიდებულება უფრო მაღალი აქვთ, რაც მათში იწვევს სიამოვნების განცდას, ეს კი განმსაზღვრელია წარმატებული სწავლებისთვის.

ლიტერატურის მიმოხილვა:

პირველ რიგში მიზნად დავისახე გავრკვეულიყავი და გამეანალიზებინა მოტივაციის ამაღლების ყველა ის ფაქტორი და საშუალება, რაც მნიშვნელოვნად დამეხმარებოდა კვლევის წარმატებით განხორციელებაში.
შესასწავლ საკითხებს წარმოადგენდა გრეგანი და შინაგანი მოტივაციის ფაქტორები, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა რატომ არის აქტუალური. ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიების და ტაქტიკების გაანალიზება. მოტივაცია წარმოადგენს შინაგან მამოძრავებელ იმპულსს, რომელიც მიმართულია კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიებების სისტემატური გამოყენება მნიშვნელოვნად და წარმატებით ზემოქმედებს მოსწავლის და ზოგადად მთლიანი სასწავლო პროცესების დადებით და ხალისიან ატმოსფეროში წარმართვას.
პედაგოგთა მხრიდან სხვადასხვა ღონისძიებები და სტრატეგიები არსებობს მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ამაღლების მიზნით, ესენი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
Ø  მოსწალეთა ინტერესების დაცვით შესაბამისი დავალებების შემუშავება;
Ø  მოსწავლეს უნდა ქონდეს ისეთი პირობები შექმნილი, სადაც დამოუკიდებლად საკუთარი ნებიდან გამომდინარე შეძლებს არჩევანის გაკეთებას;
Ø  მოსწავლე არ უნდა იყოს საკუთარი იდეის, აზრის გამოხატვაში შეზღუდული და დაკომპლექსებული, პედაგოგმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ნააზრევის თავისუფლად გამოხატვის.
საგულისხმოა გარეგან მოტივაციაზე დაფუძნებული სტრატეგიები:
Ø  გაუმჯობესებული შედეგებისათვის საჩუქრის შეთავაზება;
Ø  შექება;
Ø  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს შეჯიბრის მოწყობა;
უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ძირითადი საშუალებები მოტივაციის:
Ø  გარემო სადაც იქმნება სასწავლო პროცესი;
Ø  ურთიერთობები, რომლებიც აყალიბებენ კეთილგანწყობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის;
Ø  მასწავლებლისადმი დადებითად განწყობილი მოსწავლეები ეფექტურად ითვისებენ სსწავლო მასალას.
დავალების წერის კულტურის ამაღლების მიზნით გავეცანი შემდეგი სახის ლიტერატურას, რისი გაანალიზება მნიშვნელოვან და ხელშესახებ ცოდნას მაძლევს არსებული საკითხი გავაანალიზო და მივირო შესაბამისი ზომები.
გავეცანი დ.უზნაძის ნაშრომს, რომელშიც წარმოდგენილია თუ როგორ ხდება მოქმედების და სწავლის პროცესში ბავშვის აღზრდა და სწავლება, აქ საუბარია, რომ სწავლის დროს და მთლიანი პროცესი დატვირთული უნდა იყოს მნიშვნელოვანი და სხვადასხვა აქტივობებით და შესაბამისი ღონისძიებებით, რომლის მეშვეობითაც ბავშვი იძენს პოზიტიურ განწყობებს.
დიმიტრი უზნაძის თეორიის მიხედვით ბავშვის აღზრდა როგორც სოციალური და მოქალაქეობრივ საწყისებზე მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული არ არის, ის მოქმედებას და მის ტენდენციებს ეფუძნება. აუცილებელია ინდივიდის მიერ გათავისება მოხდეს, და ცნობიერ დონეზე სათანადოდ გააზრება, რომ იგი საზოგადოებრივი ერთეულის წევრი და მისი მოღვაწეობაც აღნიშნული ერთეულის ინტერესით მოძრაობს.[დ.უზნაძე „პედაგოგიური თხზულებანი“ გვ.418]
მნიშვნელოვანია პედაგოგმა სათანადოდ შეისწავლოს მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, გააკეთოს შესაბამისი დასკვნები და დაგეგმოს სტრატეგიები, რაც პრაქტიკული საქმიანობის მოქმედებისას განმსაზღვრელი იქნება მოსწავლისა და მასწავლებლის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და სწავლების მოტივაციის ასამაღლებლად. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ დიფერენცირებულია ბავშვისა და მოზარდის ინტერესთა და სააზროვნო მაშტაბები, აქედან გამომდინარე ის რაც მოსწავლებელს ან ზოგადად მოზრდილი ადამიანის ინტერესთა სფეროს მოიცავს შესაძლოა რომ არ ესადაგებოდეს მოსწავლის ინტერესებს, ამისათვის აუცილებელია, აქტუალური, რთული თემის გასაგებ ენაზე მიწოდება, გასაგებობაში აქ იგულისხმება, რომ მასწავლებელმა უნდა გამოკვეთოს თემის მიზნები, ამოცანები, შინაარსი და დასკვნა, ანუ მთავარი საკვანძო საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია საკვანძო სიტყვების რამდენჯერმე გამეორება, რათა მოხდეს მისი შესაბამისად დამახსოვრება. აღნიშნული მიდგომით ცხადი ხდება მოსწავლისთვის თემის შინაარსი და უმარტივდება მასში აზრობრივი ჩართვა, რაც ხელს უწყობს და აუმჯობესებს მოსწავლის მოტივაციას საგნის შესწავლის მიმართ. დ.უზნაძის მიერ არის მკაფიოდ და ნათლად განსაზღვრული, რომ ინტერესის არმქონე მოსწავლე უფუნქციოა გაკვეთილზე ყოფნისას, მისი მონაწილეობა სააზროვნო პროცესში კი გართულებული, რაც დროთა განმავლობაში თუ ნარჩუნდება აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ბავშვის გონებრივი უნარ-შესაძლებლობების დაქვეითებას და სასწავლო მასალიდან ჩამორჩენას. უზნაძე მასწავლებლებს ურჩევს, რომ არ არის თვითკმარი, მხოლოდ მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ხაზგასმა არამედ უნდა მოხდეს მოსწავლის მთლიანი პიროვნებისეული შეფასება, რაც შესაბამის მოქმედებაში გამოხატული უნდა იყოს. ასევე გავეცანი ანიტა ვულფოლკის ნაშრომს„განათლების ფსიქოლოგია“ სადაც ნაჩვენებია თანამედროვე მიდგმები და რჩევები, მოსწავლესა და მასწავლებლის ურთიერთობაში.
შევისწავლე ო. დევიძის ნაშრომისადაც მოსწავლეთა მოტივაციაზე და მოტივაციურ ფაქტორებზეა საუბარი.  გავეცანი შედეგებს გავლენის ექსპერიმენტული კვლევის შედეგების შესახებ.  ნაშრომში ხაზგასმულია გარდამავალი ასაკის თავისებურებეზე, სადაც ცვლილებები ხდება ფიზიკურ და ფსიქიკურ დონეზე. ცვლილებების განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება სოციალური მოთხოვნილებები, რაც შეფასებით კრიტერიუმებში ვლინდება.
სამ ჯგუფად იყოფა სოციალური მოთხოვნილებები, ესენია:
Ø  სათავისო;
Ø  სასვისო;
Ø  სასხვისო-სათავისო;
სათავის მოთხოვნილება მიმართულია საკუთარი პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სადაც არ ხდება სხვების გათვალისწინება. სასხვისო მოთხოვნებში სხვების ინტერესებზეა ორიენტირებული რომ მოხდეს მათი დაკმაყოფილება, ხოლო მესამე აქცენტს აკეთებს როგორც საკუთარ ისე  სხვათა მოთხოვნილებებზე. ასეთ შემთხვევაში ანგარიშის გაწევა  ხდება როგორც სათავისო ისე სასხვისო მოთხოვნილებებზე.
გავეცანი სოფიკო ლობჟანიძის სამეცნიერო სტატიას კონსტრუქტივისტულ სწავლების შესახებ. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ „სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა პირმა, მოსწავლემ და მასწავლებელმა, უნდა გაითავისონ და დაინახონ კონსტრუქტივისტულ პერსპექტივაში, სასწავლო მასალა,  შინაარსი და მთლიანად სწაწვლის პროცესი“ [ლობჟანიძე.ს,2013] ნაშრომსი ხაზგასმულია, რომ აღნიშნული მიდგომის საფუძველზე მოსწავლეებს ეძლევათ კარგი შანსი თავად იყვნენ პროცესის მონაწილე და შემოქმედნი. ცოდნის მიღება უნდა ეფუძნებოდეს აქტიურ ძალისხმევებს, ის მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებზე ორიენტირებული კი არა არამედ ისეთად, როდესაც მოსწავლე გაიაზრებს საკუთარ მოთხოვნილებებს და ამ მოთხოვნილებების და მიხედვით იმოქმედებს არსებული ცოდნის რესურსების დასაუფლებლად. მონაწილეობითი სწავლება არის ის რასაც კონსტრუქტივისტული მიდგომა ეფუძნება.
გავეცანი შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს თეორიას, აღნიშნული თეორიის თანახმად, ბავშვის აღქმა დიფერენცირებულია მოზარდის აღქმისგან, რაც განსხვავებულ ქცევას და წარმოდგენებს აყალიბებს, აღნიშნულის გათვალისწინება მნიშვნელოვანი საკითხია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. პიაჟეს აზრით, შემეცნებითი სტრუქტურების საშუალებით ხდება ინფორმაციის დამუშავება. აღნიშნული სქემები წარმოდგენილია ინფორმაციის მიღების, ასევე მისი  შენახვისა და  გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული თეორია მართებულს ხდის ზემოთ დასახელებულ კონსტრუქტივისტულ თეორიას. პიაჟეს აზრით სხვადასხვაგავარად მუშაობენ იდენტურ ინფორმაციაზე სხვადასხვა ბავშვები, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული შემეცნებიდან და ამ შემეცნების სტრუქტურდან.
აღნიშნული თეორიის მიხედვით ძირითადი პრინციპებია:
Ø  ბავშვს  შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად უნდა მიეწოდოს სამყაროს სურათხატის და შემეცნების გამაფართოებელი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.
Ø  შემეცნებითი აზროვნების განვითარებისათვის საჭიროა ისეთი აქტიური სავარჯიშოების ან სიტუაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას პროცესში;
Ø  სასწავლო სავარჯიშოები უნდა შეიცავდნენ გონებრივ და მოტორულ ოპერაციებს, რაც ბავშვებს ჭირდებათ, შემეცნებითი აზროვნების განსავითარებლად. შედეგის არ მომცემად განიხილება ისეთი დავალებები რომლებიც მოსწავლის  გონებრივ ძალებს აღემატება.
გავეცანი შეჯიბრის და შექების ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანში ღრმად და ფუნდამენტურად არის ფლობის ინსტიქტი წარმოდგენილი, ფლობა როგორც მატერიალური საგნების, ასევე არამატერიალური.  ფლობის ინსტიქტი ადამიანებს უღვიძებს დაუფლების მოტივაციას. შეჯიბრის დროს როდესაც  ცდილობენ უპირატესობა მოიპოვონ მეორეზე აქ უპირატესობი ფლობის მოტივი ვლინდება. ასევე უნდა აღინიშნოს შექების მოტივზე, რასაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს პიროვნების განწყობის ასამაღლებლად და სწავლის ხარისხის და მოქმედების აქტივიზაციისათვის.

ექსპერიმენტი:

მოტივაციის ამაღლების თეორიების გაცნობისას, კვლევის მიმდინარეობისას ჩავატარე რამდენიმე ექსპერიმენტი მე-8 კლასის მოსწავლეებში. აღნიშნული ექსპერიმენტის მიზანი იყო დამედგინა თუ რა გავლენა აქვს შექებას და დადებით პიროვნულ დამოკიდებულებას მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ესპერიმენტში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რაოდენობა 11, ექსპერიმენტი შედგებოდა ორი ეტაპისგან, პირველი ეტაპი მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოს სადაც მონაწილეები სამ ჯგუფად გადანაწილდნენ მეორე ეტაპი ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობდა. ექსპერიმენტის პირელ ეტაპზე მოსწავლეებს მიეცათ რეფერატი დასაწერად, თემით „გარემოს დაცვა და ადამიანი“ ექსპერიმენტის პირველ ჯგუფს განვუცხადე, რომ მათი დავალებას არავინ წაიკითხავდა და შეფასებებიც არ იქნებოდა, მეორე ჯგუფს ვუთხარი, მათ დავალებას წავიკითხავდი მაგრამ შეფასების გარეშე, ხოლო მესამე ჯგუფ განვუცხადე, რომ თუ ჯგუფი დავალებას სკოლის დირექცია გაეცნობოდა. მონაწილეებს მიეცათ 35 წუთი დავალების შესასრულებლად. დავალების შესრულების დროი გასვლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი სახის სურათი, პირველი ჯგუფის მიერ შესრულებული დავალება იყო არასრული, საკმაოდ ზედაპირული და არასრული, მათ განაცხადეს, რომ ვერ შეძლეს დაწერა, რადგან საკითხის არსში კარგად ვერ გაერკვნენ, ასევე საჭიროება ვერ დაინახეს დაწერის, რადგან მათ ნაშრომს არავინ წაიკითხავდა და გაეცნობოდა. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებმა შედარებით უკეთ გაართვეს თავი ნრეფერატის წერას გამოკვეთეს პრობლემა, ჩამოაყალიბეს საკვანძო თეზისები, მაგრამ დამაკმაყოფილებელი არ იყო აღნიშნული ნაშრომი, რადგან ოიცავდა ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც საჭიროებდა უფრო მეტი ყურადღებით დაწერას. რაც შეეხება მესამე ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ დავალებას დროზე ადრე გაართვეს თავი, ასევე მათი ნაშრომი სრულად აკმაყოფილებდა წერისთვის დამახასიათებელ კულტურას და ნორმებს. კვლევითი ექსპერიმენტის მეორე ფაზაში მოსწავლეების ნდივიდუალური უნარების და მოტივაციის გაზომვა იყო ამოსავალი მიზანი.
ექსპერიმენტის მონაწილეებს საშინაო დავალების სახით დაევალათ შეესრულებინათ  3 გვერდიანი რეფერატი თემაზე“ ბიოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში“ დავალების შესასრულებლად მიეცათ ერთი კვირა. მოსწავლეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ მათ მიერ შესრულებულ დავალებაში დაიწერებოდა შესაბამისი შეფასება. აღნიშნულ ექსპერიმენტში მონაწილე 12 მა მოსწავლემ ერთი კვირის თავზე წარმოადგინა დავალება, წარმოდგენილი დავალებებიდან უმრავლესობა შეფასდა არადამაკმაყოფილებლად (იხ. დანართი #1)
ექსპერიმენტში მონაწილე მოსწავლეებმა დაასახელეს, რომ ხარისხიანი დავალების მოსამზადებლად საჭირო მასალები ვერ მოიძიეს და დრო არ ეყოთ, როგორც დამატებითი გამოკითხვისას დადგინდა უმეტესი მათგანის მიერ მიცემული დავალება მათ შეასრულეს ერთი დღით ადრე, მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე მოეკიდა პასუხისმგებლობით აღნიშნულს. აღნიშნული ექსპერიმენტით დადგინდა ორი მთავარი გარემოება, მოსწავლეებს, რომლებსაც არ ქონდათ წინასწარი განწყობა და მოტივაცია, და დრო იმაზე მეტი რაც რეალურად საჭირო იყო დავალების მოსამზადებლად, მათი მხრიდან გამოვლინდა ნაკლები პასუხისმგებლობა და მოტივაცია საკითხისადმი, აღნიშნული ექსპერიმენტი ითვალისწინებდა წერითი დავალების განმეროებით ჩატარებას ერთი კვირის გამოტოვებით. განმეროებით ექსპერიმენტში აღნიშნულ მონაწილეებს რომლებსაც, მაღალი შეფასება ქონდათ კლასის წინაშე მოხდა მათი შექება, ექსპერიმენტში მონაწილეებ წინასწარ ეცნობათ განმეორებითი ექსპერიმენტის დროს, რომ მათი ნაშრომების გამოქვეყნება მოხდებოდა ინტერნეტში სადაც ყველას შეეძლებოდა მათი ნაშრომების გაცნობა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მონაწილეთაგან მხოლოდ 1 მა მიიღო დაბალი შეფასება, დანარჩენმა საშუალო და საშუალოზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. (იხ. შეფსების რუბრიკა#2)
აღნიშნულმა ექსპერიმენტმა ცხადყო რომ პირველი ექსპერიმენტული საშინაო დავალებისგან განსხვავებით, მეორე ექსპერიმენტულ საშინაო დავალებისას მოსწავლეებს გაუჩნდათ დავალების შესრულების მოტივაცია, მათ აღარ დაუჩივლიათ უდროობასა და ინფორმაციის სიმწირეზე, დავალებათა უმავლესობა შესრულებული იყო საკმაოდ მაღალი ხარისხით. მთლიანი ექსპერიმენტის გააზრებამ საშუალება მომცა მოსწავლეთა მოტივაციის აღმძვრელი საშუალებები და ფაქტორები განმესაზღვრა.განმეორებითმა ექსპერიმენტმა ცხადყო თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა დაბალი შეფასების გაუმჯობესებისათვის წინასწარ შექმნილ დადებით მოტივაციებს, ასეთ დროს წინა პლანზე წამოიწია, პასუხისმგებლობამ, საკუთარმა პრესტიჟმა, და სხვებზე გამარჯვების სურვილმა, რამაც მნიშვნელოვნად პოზიტიურად იმოქმედა, როგორც უკვე აღვნიშნე შედეგებზე

მეთოდოლოგია

საკვლევი კითხვები

Ø  საგნის მასწავლებელს შეუძლია თუ არა აუმაღლოს მოტივაცია ბიოლოგიის სწავლასთან დაკავშირებით?
Ø  რამდენად ხშირად ხდება მრავალფეროვანი აქტივობების შემოტანა გაკვეთილის პროცესში?
Ø  რამდენად ხშირად ტარდება შემეცნებითი ექსპერიმენტები?
Ø  რამდენად ხშირად ტარდება შემეცნებითი სახალისო ვიქტორინა?
Ø  რამდენად ხშირად ხდება გასვლითი ექსპერიმენტების ჩატარება?
Ø  რამდენად ხშირად იგეგმება ბიოლოგიის სწავლის ასამაღლებელი პროექტები?
Ø  ხდება თუ არა ჯგუფური, საწრეო სავარჯიშოების ჩატარება?
Ø  როგორ არის მასწავლებლის როლი წარმოდგენილი მოსწავლეთა სწავლეების პროცესში?
Ø  პედაგოგსა და მშობლებს შორის არსებობს თუ არა თანამშრომლობითი გარემო, საგნის უკეთ ათვისების მინზნით?

სამიზნე ჯგუფები:

მოსწავლეები
პედაგოგები
მშობლები
ჩემი მიზანია ავამაღლო ბიოლოგიის სწავლების დონე მოსწავლეებში
მინდოდა სხვა პედაგოგთა აზრის გაგება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გამეგო რა ღონისძიებებს მიმართავენ ანალოგიური პრობლემების გადასაჭრელად და მიმეღო კონკრეტული პროფესიული რჩევები.


მინდოდა დამედგინა ინტეგრირებული სამუშაოები და დავალებები იწვევდნენ თუ არა მოსწავლეებში საგნისადმი მოტივაციის ამარლებას.

კვლევის მეთოდები:

Ø  საკვლევი თემა:დაბალი შეფასებები ბიოლოგიის შემაჯამებელ სამუშაოებში.
Ø  კვლევის მეთოდი: ანკეტირება; ინტერვიუ;
Ø   სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები.
Ø  ანკეტირება: მოსწავლეები, მშობლები.
Ø  ინტერვიუ: მასწავლებლები.

Ø  ასევე მოვამზადე კითხვარი მასწავლებლებისთვის (დანართი 1) მშობლები (დანართი.2) აღნიშნული მეთოდი საჭირო გახდა, რათა დამედგინა  არსებული პრობლემის მიმართ მათი დამოკიდებულება.

კვლევის განრიგი:

#
აქტივობა
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
1
კვლევის სტრუქტურის
ü   







2
გაკვეთილზე დაკვირვება

ü   






3
ლიტერატურის გაცნობა

ü   
ü   
ü   
ü   



4
საკვლევი თემის მიმოხილვა, კითხვარის შემუშავება შედგენა, გამოკითხვები, მიღებული შედეგების ანალიზი

ü   






5
პედაგოგებთან ინტერვიუ


ü   





6
ინტერვენციების განხილვა ანალიზი


ü   





7
ინტერვენციების შედეგთა ანალიზი


ü   
ü   
ü   
ü   
ü   

8
მიღებული შედეგების გაცნობა სკოლის პედაგოგებთან/პრეზენტაცია







ü   

მონაცემთა ანალიზი:

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ
კითხვა#1ახდენს თუ არა გავლენას მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე სიტყვიერი შექება?
კითხვა#2იგეგმება თუ არა მრავალფეროვანი აქტივობები?

კითხვა#3  ზრდის თუ არა ბიოლოგიის სწავლისადმი ინტერესს საწრეო სამუშოები, როლური თამაშები, შემეცნებითი ფილმები?
კითხვა#4 რთული დავალებები აკარგვინებს თუ არა მოტივაციას მოსწავლეებს?
კითხვა#5  როგორია პედაგოგის როლი ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით?

მშობელთა გამოკითხვის შედეგები

კითხვა#1 მშობლის როლი ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით?


კითხვა#2 რამდენად ხართ ინფორმირებული თქვენი შვილის  შემაჯამებელი ნიშნების შესახებ?
კითხვა#3  როგორ ეხმარება ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად მშობელი პედაგოგს?


ინტერვიუ პედაგოგებთან:

მეთოდი მასწავლებლებთან ინტერვიუს განხორციელება, ეყრდნობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, მოხდეს გარკვეული მონაცემთა და გამოცდილებათა შეგროვება, რომლის ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება პრაქტიკის კვლევა უფრო  ხარისხიანი და მიზანზე ორიენტირებული გახდეს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მათაც ექმნებათ მსგავსი პრობლემები, შემაჯამებელი შეფასებების დროს, ასევე აღნიშნეს, დაბალი მოტივაციაზე, რაც მოსწავლეთა უმრავლესობისთვის სახასიათო მაჩვენებლად დაახასიათეს, არსებული საკითხის გადაჭრის მიზნით, ვიდეო გაკვეთილებს, სხვადასხვა გასვლით პროექტებს და თამაშ სწავლებებს მიმართავენ, რაც ბევრად ზრდის მოსწავლეებში სწავლისადმი დამოკიდებულებას. პედაგოგთა უმრავლესი ნაწილი აღნიშნავს, რომ მშობლების მონაწილეობა სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია, მათი რეკომენდაციით აუცილებელია მშობელთა მონაწილეობის გაზრდა. აუცილებელია განმავითარებელი შეფასებების მიცემა, რაც აამაღლებს მოსწავლეებშ მოტივაციას ბიოლოგიის სწავლებაში.
შემაჯამებელი დავალებიანალიზი:ტესტები  მე-8 კლასის ბიოლოგიაში I-სემესტრი
შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ფორმა წერითი, ზეპირი გამოკითხვა
კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალების  შეფასება
#
სახელი გვარი
მიღებული ქულა
დავალება #1
მიღებული ქულა
დავალება #2
1

9
9
2

6
7
3

8
9
4

9
9
5

6
7
6

4
5
7

6
5
8

7
8
9

8
8
10

8
7
11

8
9

#
საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, ესგ რომლის მისაღწევად გადის შედეგზე შემაჯამებელი დავალება
კლასის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, რომელ მისაღწევ შედეგზე გადის?
1
თმა: გულ სისხლძარღვთა დაავადებები
11.12.2018
წერითი სამუშაო
ბუნ. VIII.
შემაჯამებელი სამუშაოების გაუმჯობესება
2
თემა:სასუნთქი სისტემა
16.12.18
ზეპირი გამოკითხვა





შემაჯამებელი სამუშაოს შედეგის ანალიზი:
შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში პედაგოგი:
?                                     
კლასი VIII -1
საგანი ბიოლოგია



#1 შემაჯამებელი
#2 შემაჯამებელი
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
8
9

ამ შედეგების მიხედვით მე-8 კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა გამოვიდა-8-9
შემაჯამებელი სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ბიოლოგიის სწავლისადმი დამოკიდებულება, გაიზარდა მოსწავლეთა ნიშნები, ასევე ამაღლდა მოტივაცია ბავშვებში.

ინტერვენციები:

მონაცემთა ანალიზის გაცნობის და დადგენის შემდეგ გადავწყვიტე:
ü  გავეცანი ლიტერატურას, მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით;
ü  შევიმუშავე საჭირო სტრატეგიები, და მექანიზმები;
ü  სხვადასხვა ინტერვენციები, იქნა ჩემს მიერ შემუშავებული ბიოლოგიის სწავლების ამაღლების მიზნით;
ü  განვსაზღვრე პედაგოგის როლი, მოსწავლეთა სწავლების ხარისხის და მოტივაციის გაუმჯობესების კუთხით.
აღნიშნული გარემოებებზე დაყრდნობით განვახორციელე საწრეო მუშაობა პროექტი, ბიოლოგის სწავლების გაუმჯობესების და ინტერესის გაზრდის მიზნით ჩავრთე სახალისო შემეცნებითი ვიქტორინა, შევიმუშავე სწავლის გასამარტივებელი და მარტივად ასათვისებელი ტესტები და სხვა. მოსწავლეებმა ადვილად შეამჩნიეს პედაგოგის მონდომება და შრომისმოყვარეობა, ბავშვების მიმართ ჰუმანური და სამართლიანი დამოკიდებულება. პოზიტიურ და დადებით მიმართვის ფორმებს ვიყენებდი ბავშვებთან ურთიერთობის დროს, რამაც შექმნა მეგობრული და სანდომიანი ატმოსფერო. ვიყავი ფასილიტატორი, ვინაც ბიოლოგიის სწავლის ინტერესი და სურვილი გაუღვიძა. ყოველ ჯერზე ვითვალისწინებდი, მოსწავლეთა ინტერესებს და მათ შესაძლებლობებს, მოტივაციის ამაღლების მიზნით დავგეგმეთ ერთობლივად რამდენიმე გასვლითი ექსპედიცია- პროექტი, რამაც საშუალება მომცა ერთის მხრივ მეგობრული ურთიერთობების გამეღრმავებინა მოსწავლეებთან, ასევე საშუალება მქონოდა, სკოლის გარეთ დავკვირვებოდი მათ ქცევებს. პრაქტიკის კვლევისას დადგინდა, რომ აქტივობები რომლებიც, მიმართულია მოსწავლეთა ინტერესის და მოტივაციის ამაღლებისთვის, უნდა იყოს რაც შეიძლება მოქნილი, მარტივი და საწიროებაზე ორიენტირებული.
1.      ვიდეოს ჩვენება
აღნიშნული ინტერვენციის მიზანია მოსწავლეებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია ბიოლოგიის უახლოესი კვლევების და მიღწევების შესახებ, ასევე სხვადასხვა გამოჩენილი ბიოლოგი მეცნიერთა ბიოგრაფიების გაცნობა და მათი აღმოჩენების შესახებ უფრო დეტანული ინფორმაციის მიწოდება.
ინტერვენციის შეფასება:
პედაგოგი ვიდეო ჩვენების თანადროულად მოსწავლეებს უხსნის უახლოეს ინფორმაციას ბიოლოგიის მიღწევებთან დაკავშირებით, ხდება გაანალიზება და ცალკეული სიუჯეტების და შინაარსების მცირედი პაუზების ფონზე, რომლის დროსაც მოსწავლეები და მასწავლებელი აქტიურ ინტერაქციაში შედიან ერთმანეთთან.
შედეგი: მოსწავლეები საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარჩვევებ იმუშავებენ საგნის სპეციფიკური ტერმინების გათვალისწინებით, რაც ამარტივებს ათვისების პროცეს და შემდგომი საკლასო დავალებების მომზადების ხარისხს.
2.ვიქტორინა
აღნიშნული ინტერვენციის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ, გუნდურად მუშაობის უნარი, ასევე სპეციფიკური ტერმინების და შინაარსის მქონე ინფორმაციის სწრაფად დამუშავების და გადმოცემის უნარი, რაც ცოდნის მიღება გაცემის პროცესს ამარტივებს და ზრდის მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესს.
ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეებს სხვადასხვა შინაარსის და თემატიკის კითხვებს ვთავაზობთ.
შედეგი:ვიქტორინის შედეგად მოსწავლეები მოკლე დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება ანალიზის გაკეთებას ეჩვევიან, რაც საგულისხმო და მნიშვნელოვანია სწავლებისათვის.
3.საწრეო მუშაობა.
მიზანი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ბიოლოგიის სხვადასხვა თემატიკაზე,  შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას, მსჯელობას.
შეფასება:  მოსწავლეები სხვადასხვა მსჯელობებს, დიალოგებს და აზრთებს ისმენენ და ცდილობენ საკუთარის განვრცობას და გადმოცემას
შედეგი: ეჩვევიან თავისუფლა და კრეატიულ აზროვნებას, კითხვების და პასუხების გაცვლას, იღებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს.
რეკომენდაციები:
Ø  მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი გახდეს სასწავლო პროსესი;
Ø  მოსწავლეებისთვის უნდა მოხდეს სხვადასხვა წამახალისებელი შემეცნებითი თამაშების მოწყობა შეთავაზება;
Ø  აუცილებელია შემეცნებითი პროექტების დაგეგმვა განხორციელება, რათა ამაღლდეს ბიოლოგიის სწავლების ხარისხი და სურვილი;
Ø  უნდა მიეცეს მოსწავლეს გარკვეული თავისუფლებას და არჩევანის მინიჭების საშუალება;
Ø  მნიშვნელოვანია მოსწავლე დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებში;
კვლევის შედეგები: არსებული ინტერვენციების შედეგად, რაც განხორციელდა მე-8 კლასის მოსწავლეებში, დაძლეულ იქნა პრობლემა, რომლისთვისაც გადავწყვიტე ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა, რაც დაბალ შეფასებებს და მოტივაციის ნაკლებობას წარმოადგენდა ბიოლოგიის სწავლებისას. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პედაგოგთა გააქტიურება და როლის გაზრდა, მოსწავლეთა დაინტერესების და მეტი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. პედაგოგის პიროვნულმა მახასიათებლებმა ასევე ითამაშეს გადამწყვეტი როლი, განწყობის ამაღლების კუთხით. როდესაც, შრომის მოყვარე, მოტივირებულ და სამართლიან პედაგოგთან იჭერს მოსწავლე საქმეს, მას ბუნებრივად უჩნდება პოზიტიური განწყობა საგნისადმი.












დასკვნები:

მიმდინარე წლის 10 ივნისს  კოლეგებს წარვუდგინე  ჩემი კვლევის ანგარისი.  საპრეზენტაციოდ ავირჩიეPowerPoint-ის პროგრამა, სადაც ავაწყვე სლაიდები. ყურადღებით ხდებოდა თვალყურის დევნება კვლევისას მიღებულ შედეგებზე და არსებულ სტატისტიკაზე. მოწონებულ იქნა მათი მხრიდან ინტერვენციები, რაც განვახორციელე კვლევის დროს. მათი მხრიდან იქნა შემდეგი კითხვები დასმული:
Ø  მოტივაციის ასამაღლებლად რომელი ინტერვენცია გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი?
Ø  რა რაოდენობა იყო საწრეო მუშაობაზე ჩაბმული?
Ø  ექსპერიმენტის განხორციელებას ვაპირებ თუ არა მომავალშიც?





გამოყენებულილიტერატურა:

ü  როვნული სასწავლო გეგმა;
ü  დ.უზნაძე „პედაგოგიური თხზულებები“ თბ:2005;
ü  რ.ანთიძე „ფსიქოლოგიის მოკლე კურსი“ 1981;
ü  ვიგოტსკი.ლ „აზროვნება და მეტყველება“1934;
ü  ა.ვულფოლკი „განათლების ფსიქოლოგია“ ილია ჭავჭავაძის სახელობის გამომცემლობა თბ: 2009;
ü  სოფიკო ლობჟანიძე,


დანართი.1ექსპერიმენტის შეფასევა
# მოსწავლე
ნიშანი
1
5
2
3
3
9
4
7
5
2
6
8
7
8
8
6
9
3
10
2
11
5
12
6



დანართი#2

#მოსწავლე
ნიშანი
ნიშანი
1
10
10
2
4
7
3
6
8
4
9
10
5
4
8
6
6
9
7
2
5
8
6
8
9
9
10
10
8
9
11
3
7
12
8
10

დანართი.3 მოსწავლეების კითხვარი
კითხვა#1 ახდენს თუ არა გავლენას მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე სიტყვიერი შექება?
ა) დიახ
ბ) არა
კითხვა#2 იგეგმება თუ არა მრავალფეროვანი აქტივობები?
ა)დიახ
ბ)არა
კითხვა#3  ზრდის თუ არა ბიოლოგიის სწავლისადმი ინტერესს საწრეო სამუშოები, როლური თამაშები, შემეცნებითი ფილმები?
ა)დიახ
ბ)არა
კითხვა#4  რთული დავალებები აკარგვინებს თუ არა მოტივაციას მოსწავლეებს?
ა)დიახ
ბ)არა
კითხვა#5 პედაგოგის როლი ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით?
ა)საქმისადმი პასუხისმგებლობა
ბ) სამართლიანობა
გ) გუმანურობა

დანართი#4 მასწავლებლების კითხვარი
კითხვა#1 პედაგოგის როლი ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით?
ა)დიახ
ბ)არა
კითხვა#2 რამდენად მაღალია მშობელთა მონაწილეობა სწავლის პროცესში მონაწილეობისათვის?
ა)  ჩართულნი არიან
ბ) არ არიან ჩართულნი
კითხვა#3  როგორ ეხმარება ბიოლოგიის სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად მშობელი პედაგოგს?
ა) ვთანამშრომლობ პედაგოგთან
ბ) შვილებთან კონტაქტის მეშვეობით


რეფლექსია

პედაგოგი მუდმივად ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს და ყოველ ჯერზე ცდილობდეს საკუთარ სიბნელეში სინათლე შეიტანოს, რათა სრულყოს საკუთარი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეთა აღზრდისთვის მნიშვნელოვნა დახმარების გამწევი იქნება.  პრაქტიკის კვლევის დაწყებამდე, ჩემთვის ყველაზე დიდ სირთულეს მოსწავლეებში შესაბამისი განწყობების გაღვიძება წარმოადგენდა,  პრაქტიკის განმავლობაში მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩატარებული ინტერვენცია, მოტივაციის ამაღლების მიზნით. აღნიშნული ფილმის ჩვენებამ დამანახა თუ რა განწყობები წარმოეშობათ ინდივიდებს და როგორ შეიძლება მათი მართვა მათივე განწყობების ასამაღლებლად.
ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა აღნიშნული პრაქტიკის კვლევაში, მდგომარეობდა, იმაში, რომ შევძელი მოსწავლეებში გამეუმჯობესებინა შემაჯამებელი შედეგები, რაც კვლევის სახითაც დაფიქსირდა.
კვლევის დროს მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გავაანალიზე თუ რა მნიშვნელობა აქვს პიროვნების მოტივაციის ასამაღლებლად დადებითი სიტყვების გამოყენება ასევე ყურადღების და დაფასების ფაქტორი, ამ კომპონენტმა საშუალება მომცა გარდამტეხი ცვლილება მომეხდინა ჩემს მიდგომებში, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს.
ჩემთვის საინტერესო იყო პედაგოგებთან ჩატარებული ინტერვიუები, რომლის საშუალებითაც გავიზიარე მათი გამოცდილება და მივიღე ქმედითი რჩევები, რამაც საშუალება მომცა კვლევის შემდგომი ნაწილი უფრო წარმატებით გამეგრძელებინა.
კოლეგებთან ჩავატარე კვლევის პრეზენტაცია powepoint-ში შესრულებული სლაიდების სახით, პრეზენტაციაც დაესწრო შეფასები ჯგუფის წევრები და ასევე სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები, როგორც საბუნებისმეტყველო ისე ჰუმანიტარული მიმართულებებიდან. კოლეგების მხრიდან, ჩემს მიერ გაზიარებული კვლევის შესახებ, გაკეთდა დადებითი შეფასებები, მათ აღნიშნეს, რომ დაბალი მოტივაცია მათაც ხვდებათ სწავლების პროცესში. აქვე აღნიშნეს, რომ  მათთვის საინტერესო და მისაღებია კვლევა და წარმოდგენილი ინფორმაცია, და აუცილებლად დანერგავენ საკუთარ პრაქტიკულ მუშაობაში, რათა უფრო მეტად გაამრავალფეროვნონ საკუთარი მიდგომები და ღონისძიებები.
ჩემთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი შვილების მიმართ, სასწავლო პროცესში მათი თანამონაწილეობის ხარისხის გაზრდის კუთხით, აღნიშნულმა ფაქტმა, მნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედა საწერთო სურათის გაუმჯობესებაში, და შედეგად მივიღე მეტი მონდომება საგნისადმი სწავლების კუთხით. ასევე მათ უფრო მეტი გულისხმიერება და ყურადღბა დაუთმეს საკუთარ შვილებს, ასევე დაიწყეს საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა, უმეტესმა მათგანმა საკუთარ სამეტყველო ლექსიკონში შეიტანა, ისეთი სიტყვები როგორიც არის, (ყოჩაღ, შენ ყველაფერი გამოგივა, საზრიანი და სხვა) აღნიშნული სიტყვები მშობლებთან კომუნიკაციის პროცესში ერთობლივად შევიმუშავეთ, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაში.  ასევე დაიწყეს შვილების გამოკითხვა და თუ რა შედეგებს ღებულობდნენ თავიანთ შემაჯამებელ შეფასებებში
ჩემი კვლევის დროს გამოვკვეთე მე-8 კლასელებში ბიოლოგიის შემაჯამებელ სამუშაოებში ნაკლები ინტერესის არსებობის გამომწვევი მიზეზები, აღნიშნულის დაძლევის მიზნით განვახორციელე შესაბამისი ინტერვენციები, რამაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ განხორციელებული სწავლების ამაღლებას ბიოლოგიაში, და შესაბამისად ქულათა გაუმჯობესებაში.
პრაქტიკის კვლევის დროს შევძელი საკუთარი ქცევა უკეთ შემესწავლა და რასაც ვფიქრობ წარმატებით გავართვი თავი, აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა არის წარმატებული წარმატებული მოსწავლეების აღსაზრდელად.