вторник, 22 июля 2014 г.

მოდული 7

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებზე. მასწავლებლის მიერ დამხმარე მასალის შექმნაზე მოსწავლეებისათვის.

მოდული 6

ერთმანეთს გავუზიერეთ ნაშრომები და შეფასების რუბრიკები, შევქმენით პრაქტიკაში დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი კითხვარი. ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლის გზებზე ყველა ტიპის მოსწავლისათვის.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მოდული 5

გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკებს, მოდიფიცირება გავუკეთე მოსწავლეთა პრეზენტაციების და ბუკლეტების შეფასების რუბრიკებს. ვიმუშვეთ GOOGLE DRAIV-ში.შევიმუშავე შეფასების გეგმა, გამოვიყენე პროექტის შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.

მოდული 3

დავათვალიერე მასალები გზამკვლევის გამოყენებაზე,თუ როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლემ საავტორო უფლებებით დაცული მასალები.
ვისწავლეტ ბლოგის შექმნა, ბლოგზე ფონის დაყენება, სურათების ჩასმა, ფურცლების დამატება. ვიმუშავეტ მოსწავლის ნამუშევრის რუბრიკის შექმნაზე.

суббота, 12 июля 2014 г.

მოდული 2

გავეცანი სასწავლო პროექტის შაბლონს, ჩამოვაყალიბე საპროექტო იდეა, შევარჩიე თემა, დავწერე თემის შინაარსი,  პროექტის მიზნები და შედეგები, ჩამოვწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებ-ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ესგ- დან  ამოვიღე სტანდარტები და ინდიკატორები.ავაწყე პროექტის პრეზენტაცია.

воскресенье, 6 июля 2014 г.

მოდული 1

21ივნისი- გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს- მის აგებულებას, გამოყენების წესს, ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე, შევქმენით ახალი ფაილები, შევინახეთ შემდგომი შესრულებული სამუშაოების ჩასაწერად.   
გავეცანი ქიმიის ბუკლეტის ნიმუშსს, შევქმენი ახალი ბუკლეტი ბიოლოგიისთვის სათაურით-პროექტებით სწავლება ბიოლოგიის გაკვეთილებზე. ამ ბუკლეტში განვიხილე საკითხები-21- საუკუნის უნარ-ჩვევები, რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და პროექტები ბიოლოგიის გაკვეთილებზე.